воскресенье, 4 сентября 2011 г.

არაჩვეულებრივი გამოფენა

არაჩვეულებრივი გამოფენა

1.       პროექტის სახელწოდება: არჩვეულებრივი გამოფენა
2.   პროექტის მთავარი იდეა: შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, სულიერ-   კულტურული ცხოვრების მნიშვნელობის აღქმა. მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მის­თვის მშვე­ნიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება.
3.       პროექტის აქტუალობა:  ხელოვნების ნიმუშების გაცნობა, მათი შექმნის შესახებ ისტორიული მასალის მოძიება, მხატვრების შესახებ ბიოგრაფიების შეგროვება, საკუთარი ხელოვნების ნიმუშების შექმნა (ნახატები, ქანდაკებები, ფოტოები), ექვსკურსიები საგამოფენო დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში.
4.       პროექტის მიზნები:  მოსწავლეები გაეცნობიან  სხვადასხვა მხატვრების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, მათი შექმნის ისტორიას, თავად მხატვრების ბიოგრაფიებს, შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს, მოაწყობენ გამოფენას.
5.       მონაწილეთა ასაკი: 7,8,9 წელი
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  შექმნიან საკუთარ ნახატებს, ქანდაკებებს,გადაიღებენ ფოტოებს,  გაეცნობიან ხელოვნების ნიმუშებს, შეისწავლიან მხატვართა ბიოგრაფიებს, გაეცნობიან სულიერ-კულტურული ცხოვრების დანიშნულებას, მოაწყობენ საკუთარი ნაშრომების გამოფენას. გამოსცემენ სასკოლო გაზეთს, სლაიდების შექმნა.
8.       პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული აპარატი, სახატავი ფანქრები, ტილოები, სახატავი ფურცლები, აკვარელები, ზეთოვანი საღებავები, პლასტელინი, თიხა, კომპიუტერი, ხმის ჩამწერი.
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითდი აქტივობები):  პროექტის მიზნის გაცნობა, ვადების გაცნობა, ჯგუფებისთვის დავალებების განაწილება: პირველი ჯგუფი- მასალის მოძიება ინტერნეტით. მეორე ჯგუფი- ექსკურსია საგამოფენო დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში, ინტერვიუების აღება სამხატვრო სკოლის პედაგოგებისაგან, საგამოფენო დარბაზის წარმომადგენელისაგან. ყველა მოსწავლე- შემოქმედებითი ფოტოების გადაღება, საკუთარი ნამუშევრების გამოფენის მოწყობა სკოლაში. მესამე ჯგუფი-საგამოფენო დარბაზის მოწყობა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ-თან კავშირი-სლაიდ შოუს შექმნა და ვებ-გვერდზე განთავსება, ე ს გ-თან კავშირი-მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მის­თვის მშვე­ნიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება, ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი. შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის  უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება. კომუნიკაციის, კვლევა-ძიების, თვითშეფასების, საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის,  თვითგამოხატვის უნარებიგანვითარება და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება.
11.        პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია ბარბაქაძე.
12.        ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lia.barbaqadze07@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий