вторник, 9 августа 2011 г.

ცხრა ჯვარი

 
ცხრა ჯვარის სილამაზე
1.       პროექტის სახელწოდება:  ,,ცხრა ჯვარი”,  როგორც საკურორტო-ტურისტული  ზონა.
     2.       პროექტის მთავარი იდეა: ინვენსტიციების მოზიდვა და ,,ცხრა ჯვარის”  დასასვენებელ-საკურორტო ზონად გადაქცევა.
     3.       პროექტის აქტუალობა:  ინფორმაციის მოძიება ტყიბულის ღირშესანიშნავი ადგილების შესახებ, კერძოდ ცხრა ჯვარზე. ცხრა ჯვარი, როგორც ყოფილი სანატორიუმი, ტურისტული გასვლები, ფოტოები, ვიდეო მასალა, ინტერვიუები.
     4.       პროექტის მიზნები:   მოსწავლეები შეისწავლიან ტყიბულის მიმდებარე ტერიტორიებს, მათ  უნიკალურობას, გაეცნობიან ისტორიულ მასალებს, გეოგრაფიულ მდებარეობას, რელიეფურ აგებულებას  და შეისწავლიან პროექტების დაგეგმვას ინვენსტიციის მოზიდვის მიზნით.
5.       მონაწილეთა ასაკი: 14-15-16 წელი.
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 6 კვირა
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოსწავლეთა კვლევა-ძიების უნარის გამომუშავება, ურთიერთთანამშრომლობა, ტურისტული გასვლები, ინტერვიუები, ვიდეო და ფოტო მასალები, პრეზენტაციის შექმნა, ვებ-გვერდებზე მასალების განთავსება, ბუნების უნიკალური სამკურნალო თვისებების შესწავლა.
8.       პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული აპარატები, ვიდეო გადამღები, ტურისტული გასვლებისთვის საჭირო ინვენტარი, ხმის ჩამწერები ინტერვიუებისთვის, კომპიუტერები, პროექტორი.
9.       პროექტის მსვლელობა (ძირითდი აქტივობები): პროექტის მიზნის გაცნობა, ვადების გაცნობა, მარშრუტების დაგეგმვა, ჯგუფებისთვის დავალებების განაწილება, ინტერვიუების ჩამორთმევა მოსახლეობისთვის, კომპეტენტური პირებისთვის, მასალის მოძიება ცხრა ჯვარზე,  რიოგორც ძველად  საკურორტო ზონის დანიშნულებაზე, პრეზენტაციის შექმნა ინვენსტიციის მოზიდვის მიზნით, ფოტო გამოფენების მოწყობა სკოლაში, სასკოლო გაზეთის გამოშვება, ბავშვების მიერ მომავალი შესაძლო სანატორიუმის შენობის მაკეტის შექმნა არქიტექტორის დახმარებით.
10.   საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  გეოგრაფიასთან კავშირი-ადგილმდებარეობის შესწავლა, რელიეფის შესწავლა, კლიმატის შესწავლა; ისტორიასთან კავშირი-ცხრა ჯვარზე ისტორიული მასალის მოძიება;  ისტ-თან კავშირი - ვებ-გვერდის შექმნა, ციფრულ-ელექტრონული პროდუქტის შექმნა; ხაზვასთან კავშირი-მაკეტის გაკეთება, ე ს გ-თან კავშირი-კვლევა-ძიების უნარის  გამომუშავება, ურთიერთთანამშრომლობა, პრეზენტაციის წარდგენის უნარის გამომუშავება ფართო აუდიტორიის წინაშე, ცოდნის გაღრმავება გეოგრაფიაში, ისტორიაში, ხაზვაში და ისტ-ში.
11.   პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია ბარბაქაძე.
12.   ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lia.barbaqadze07@gmail.com
13.   პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: barbaqadze07.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий