პროექტები
четверг, 29 июня 2017 г.
воскресенье, 4 сентября 2011 г.
არაჩვეულებრივი გამოფენა
![]() |
არაჩვეულებრივი გამოფენა |
1. პროექტის სახელწოდება: არჩვეულებრივი გამოფენა
2. პროექტის მთავარი იდეა: შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება, სულიერ- კულტურული ცხოვრების მნიშვნელობის აღქმა. მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება.
3. პროექტის აქტუალობა: ხელოვნების ნიმუშების გაცნობა, მათი შექმნის შესახებ ისტორიული მასალის მოძიება, მხატვრების შესახებ ბიოგრაფიების შეგროვება, საკუთარი ხელოვნების ნიმუშების შექმნა (ნახატები, ქანდაკებები, ფოტოები), ექვსკურსიები საგამოფენო დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა მხატვრების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, მათი შექმნის ისტორიას, თავად მხატვრების ბიოგრაფიებს, შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს, მოაწყობენ გამოფენას.
5. მონაწილეთა ასაკი: 7,8,9 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შექმნიან საკუთარ ნახატებს, ქანდაკებებს,გადაიღებენ ფოტოებს, გაეცნობიან ხელოვნების ნიმუშებს, შეისწავლიან მხატვართა ბიოგრაფიებს, გაეცნობიან სულიერ-კულტურული ცხოვრების დანიშნულებას, მოაწყობენ საკუთარი ნაშრომების გამოფენას. გამოსცემენ სასკოლო გაზეთს, სლაიდების შექმნა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული აპარატი, სახატავი ფანქრები, ტილოები, სახატავი ფურცლები, აკვარელები, ზეთოვანი საღებავები, პლასტელინი, თიხა, კომპიუტერი, ხმის ჩამწერი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითდი აქტივობები): პროექტის მიზნის გაცნობა, ვადების გაცნობა, ჯგუფებისთვის დავალებების განაწილება: პირველი ჯგუფი- მასალის მოძიება ინტერნეტით. მეორე ჯგუფი- ექსკურსია საგამოფენო დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში, ინტერვიუების აღება სამხატვრო სკოლის პედაგოგებისაგან, საგამოფენო დარბაზის წარმომადგენელისაგან. ყველა მოსწავლე- შემოქმედებითი ფოტოების გადაღება, საკუთარი ნამუშევრების გამოფენის მოწყობა სკოლაში. მესამე ჯგუფი-საგამოფენო დარბაზის მოწყობა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ-თან კავშირი-სლაიდ შოუს შექმნა და ვებ-გვერდზე განთავსება, ე ს გ-თან კავშირი-მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით და საინტერპრეტაციო საქმიანობაში და ამ გზით მისთვის მშვენიერების განცდის და წარმოსახვის უნარის განვითარება, ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი. შემოქმედებითი საქმიანობის ტექნიკურ საშუალებათა დაუფლება და შრომის უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება. კომუნიკაციის, კვლევა-ძიების, თვითშეფასების, საკუთარი სასწავლო საქმიანობის წარმართვის, თვითგამოხატვის უნარების განვითარება და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბება.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია ბარბაქაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lia.barbaqadze07@gmail.com
вторник, 9 августа 2011 г.
ცხრა ჯვარი
![]() |
ცხრა ჯვარის სილამაზე |
2. პროექტის მთავარი იდეა: ინვენსტიციების მოზიდვა და ,,ცხრა ჯვარის” დასასვენებელ-საკურორტო ზონად გადაქცევა.
3. პროექტის აქტუალობა: ინფორმაციის მოძიება ტყიბულის ღირშესანიშნავი ადგილების შესახებ, კერძოდ ცხრა ჯვარზე. ცხრა ჯვარი, როგორც ყოფილი სანატორიუმი, ტურისტული გასვლები, ფოტოები, ვიდეო მასალა, ინტერვიუები.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან ტყიბულის მიმდებარე ტერიტორიებს, მათ უნიკალურობას, გაეცნობიან ისტორიულ მასალებს, გეოგრაფიულ მდებარეობას, რელიეფურ აგებულებას და შეისწავლიან პროექტების დაგეგმვას ინვენსტიციის მოზიდვის მიზნით.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 6 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეთა კვლევა-ძიების უნარის გამომუშავება, ურთიერთთანამშრომლობა, ტურისტული გასვლები, ინტერვიუები, ვიდეო და ფოტო მასალები, პრეზენტაციის შექმნა, ვებ-გვერდებზე მასალების განთავსება, ბუნების უნიკალური სამკურნალო თვისებების შესწავლა.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული აპარატები, ვიდეო გადამღები, ტურისტული გასვლებისთვის საჭირო ინვენტარი, ხმის ჩამწერები ინტერვიუებისთვის, კომპიუტერები, პროექტორი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითდი აქტივობები): პროექტის მიზნის გაცნობა, ვადების გაცნობა, მარშრუტების დაგეგმვა, ჯგუფებისთვის დავალებების განაწილება, ინტერვიუების ჩამორთმევა მოსახლეობისთვის, კომპეტენტური პირებისთვის, მასალის მოძიება ცხრა ჯვარზე, რიოგორც ძველად საკურორტო ზონის დანიშნულებაზე, პრეზენტაციის შექმნა ინვენსტიციის მოზიდვის მიზნით, ფოტო გამოფენების მოწყობა სკოლაში, სასკოლო გაზეთის გამოშვება, ბავშვების მიერ მომავალი შესაძლო სანატორიუმის შენობის მაკეტის შექმნა არქიტექტორის დახმარებით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფიასთან კავშირი-ადგილმდებარეობის შესწავლა, რელიეფის შესწავლა, კლიმატის შესწავლა; ისტორიასთან კავშირი-ცხრა ჯვარზე ისტორიული მასალის მოძიება; ისტ-თან კავშირი - ვებ-გვერდის შექმნა, ციფრულ-ელექტრონული პროდუქტის შექმნა; ხაზვასთან კავშირი-მაკეტის გაკეთება, ე ს გ-თან კავშირი-კვლევა-ძიების უნარის გამომუშავება, ურთიერთთანამშრომლობა, პრეზენტაციის წარდგენის უნარის გამომუშავება ფართო აუდიტორიის წინაშე, ცოდნის გაღრმავება გეოგრაფიაში, ისტორიაში, ხაზვაში და ისტ-ში.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლია ბარბაქაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lia.barbaqadze07@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: barbaqadze07.blogspot.com
Подписаться на:
Сообщения (Atom)